გენეტიკური წინასწარგანწყობის როლი ჯანდაცვის სისტემაში
დღეს ვსაუბრობთ გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე. მისი საშუალებით შესაძლებელია განსაზღვროთ, ადამიანის მიდრეკილება კონკრეტული დაავადების მიმართ, რაც საშუალებას გაძლევთ, დაადგინოთ, დაავადების განვითარების რისკი და მისი მკურნალობის მეთოდების ეფექტურობა. ეს კი დროისა და ხარჯის დაზოგვასთან ერთად, ხელს უწყობს მკურნალობის შედეგის გაუმჯობესაბასაც.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ პაციენტის გენეტიკური წინასწარგანწყობის განმსაზღვრელი მეთოდებით, შესაძლოა, სრულად გარდაიქმნას ჯანდაცვის სისტემა, რაც ქვეყნებს დაეხმარება, უფრო ეფექტურად გაანაწილონ ბიუჯეტი და შეინარჩუნონ მეტი ადამიანის სიცოცხლე.
ფრანჩესკო ფლორიდინი, გენომიკის სპეციალისტი ბიოტექნოლოგიების კომპანია, Thermo Fisher Scientific-ში, იკვლევს, თუ რა გავლენა აქვს გენეტიკური წინასწარგანწყობის დადგენას როგორც ინდივიდუალური პაციენტის ჯანმრთელობაზე, ასევე მთელ ჯანდაცვის სფეროზე.
ფლორიდინის თქმით, დღეს ჯანდაცვის სისტემა მკურნალობს ადამიანებს დიაგნოზის დასმის შემდეგ. ისინი ერთვებიან მკურნალობის პროგრამაში და საჭიროების შემთხვევაში, იღებენ რეკომენდაციებს ცხოვრების წესის შეცვლის შესახებაც. ხშირ შემთხვევაში, ეს კარგად მუშაობს, თუმცა, ზოგჯერ, დიაგნოზი დაგვიანებულია და სამედიცინო ჩარევა არ არის საკმარისი. გარდა იმისა, რომ ასეთ შემთხვევებში, პაციენტის მდგომარეობა ვერ უმჯობესდება, ეს ასევე დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან.
როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოში ბევრი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას მსგავსი პრობლემა აქვს. თანამედროვე ცხოვრების წესი, არაჯანსაღი კვება იწვევს ისეთი დაავადებების მზარდ გავრცელებას, როგორიცაა სიმსივნის გარკვეული ტიპები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტი. შედეგად, ჯანდაცვის სისტემებს უჭირთ, გაუმკლავდნენ ავადმყოფთა დატვირთვას.
პრევენცია
ფლორიდინი აღნიშნავს, რომ პრევენცია არის იმ ახალი მოდელის საფუძველი, რომელსაც შეუძლია გახადოს ჯანდაცვის სისტემები უფრო მდგრადი, მომავალი პანდემიების, მოსახლეობის დაბერების, ქრონიკული დაავადებების მზარდი მაჩვენებლის პირობებშიც კი.
„პრევენცია უკეთესია მკურნალობაზე“. როგორც აღმოჩნდა, ეს ჭეშმარიტება ჯერ კიდევ პრაქტიკულად არ არის დანერგილი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ეკონომიკის საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნები დაავადებების პრევენციაზე ხარჯავენ ჯანდაცვის ბიუჯეტის მხოლოდ 3%-ს. მათ შორის სკრინინგზე, იმუნიზაციაზე და ისეთ აქტივობებზე, რომლებიც ადამიანებს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებს. მაგალითად, პროგრამები, რომელიც მიმართულია თამბაქოს მოხმარების შეწყვეტისკენ.
მკვლევარის აზრით, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს დაავადებების პრევენციას, რაშიც დიდი წვლილი შეაქვს პაციენტის გენეტიკური წინასწარგანწყობის დადგენას. ამას გარდა, მნიშვნელოვანია, ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ როგორმა ყოველდღიურმა ჩვევებმა შეიძლება დააყენოს ისინი არაგადამდები დაავადებების რისკის ქვეშ და რაც მთავარია, როგორ შეიძლება შემცირდეს ეს რისკი. ფლორიდინის თქმით, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, შევინარჩუნოთ ადამიანების ჯანმრთელობა.
როგორც კვლევის ავტორი ამბობს, ეს არ არის შორეული პროგნოზი. უკვე შესაძლებელია გენომური ინფორმაციის გამოყენება, რათა დადგინდეს ადამიანების გენეტიკური წინასწარგანწყობა, ანუ მიდრეკილება ისეთი დაავადებების მიმართ, როგორიცაა დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ან იშვიათი სიმსივნეები და მეტაბოლური დაავადებები. მეცნიერებს შეუძლიათ გამოთვალონ შიზოფრენიის, ADHD-ის და დემენციის, ასევე მკერდის ან პროსტატის სიმსივნის განვითარების რისკი.
ეს ინფორმაცია საშუალებას აძლევს ადამიანებს, თავიდან აირიდონ დაავადებები, რომლებიც ხშირად, მიუწვდომელი ხარჯების გარდა, პაციენტისა და მისი ახლობლების ემოციურ მდგომარეობასაც აზიანებს, რაც კიდევ უფრო ართულებს მკურნალობის პროცესს.
უნდა აღინიშნოს, რომ ყველა დაავადების პრევენცია არ არის შესაძლებელი გენომიკის საშუალებით. თუმცა, დაავადების მიმართ გენეტიკური წინასწარგანწყობის დადგენა გეხმარებათ, შეარჩიოთ მკურნალობის სწორი მეთოდი. მაგალითად, ფარმაკოგენომიკის გამოყენებით, ექიმებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, თუ რომელი ქიმიოთერაპია და რა დოზით გამოიყენონ, იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაზარდონ მკურნალობის ეფექტი და შეამცირონ გვერდითი მოვლენები.
Thermo Fisher Sccientific-ის მიერ უკვე შექმნილია ახალი NGS სისტემა,GENEXUS, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პაციენტის გენეტიკური წინასწარგანწყობის დადგენა სხვადასხვა სიმსივნეების მიმართ. გარდა ამისა,GENEXUS საშუალებას გაძლევთ კონკრეტული თერაპიის (იმუნო, ქიმიური, თარგეთული) დაწყებამდე განსაზღვროთ მისი ეფექტურობა, ეს კი ექიმს ხელს უწყობს დროული და სწორი მკურნალობის წარმართვაში. უნდა აღინიშნოს, რომ კვლევას სჭირდება სპეციალისტის მინიმალური ჩარევა და გვაძლევს სიზუსტის გარანტიას.
წყარო:medtechviews
გაიგეთ მეტი GENEXUS სისტემის შესახებ ბმულზე:https://bit.ly/3OVUYSK
დამატებითი ინფორმაციისთვის:support@abmmedical.com.ge